"გილოცავთ არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებას!"- ირაკლი ბახტაძე

20 May 2019 01:17

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში". 


კომენტარები:

ფართი შოპი