"ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები, თბილისში სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური" - მამუკა ბახტაძე

20 May 2019 01:22

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას მშვიდ გარემოში დაასრულოს თავისი საქმიანობა, ისევე როგორც ეს შეეფერება ჩვენს საარჩევნო გარემოს, იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენთან არის მოსული, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები . რაც შეეხება თბილისს, აქ ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური".



კომენტარები:

ფართი შოპი