"არ გირჩევთ, პირველი ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, თქვენ არ იცით რა გელოდებათ, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ!"- სანდრა რულოვსი

20 May 2019 01:31

"ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი პირველ ტურს მოგებულად გამოაცხადებენ, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს. მე ამას ვადასტურებ. ჩვენ ვიცით, რასაც მაიმუნობენ, ვიცით, რომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული, უამრავი მოსყიდვის ფაქტია, ზეწოლის, ფარულობის დარღვევის, არის ძალიან ბევრი ფაქტი, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს და ა.შ. ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე, ბევრი ადამიანი ვნახე უბანზე ნასვამი და პოლიცია პასიურობდა.


მე არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჩუმად არიან, თათბირობენ. ჯერ „ფოკუსები“ მიმდინარეობს . პირველ ტურში თუ გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით არანაირად, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს! პირველი ტური მათ არ აქვთ მოგებული, პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და მეორე ტურს არ დავუშვებთ, რადგან არ გვჭირდება. ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ?- იმიტომ, რომ არ გვინდ ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.


თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი, სოფელ-სოფელში, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ არ იცით რა გელოდებათ, მე არ გირჩევთ, რომ პირველი ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, რადგან მე მზად ვარ, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე მზად ვარ, მე არ ვხუმრობ."


კომენტარები:

ფართი შოპი