"ზაურ დარგალს ვერ მივულოცავ, რადგან მე მარიონეტებს არ ვულოცავ, მოსახლეობის ხმები მოპარულია"- იმამკულიევი

20 May 2019 02:01

"ზაურ დარგალს ვერ მივულოცავ, რადგან მე მარიონეტებს არ ვულოცავ, მოსახლეობის ხმები მოპარულია. 

რა შედეგიც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ წყნარად, მშვიდად იყო ყველაფერი.

ხმის დათვლა ჯერ მიმდინარეობს, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იგივე გააკეთა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. ვფიქრობ, დღეს "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბების პიკი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" მარნეულის მუნიციპალიტეტში დაამარცხა დემოკრატია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გაიმარჯვოს და არა ოლიგარქების მარიონეტებმა".


კომენტარები:

ფართი შოპი