"გიორგი შენგელია - 54,45% , სანდრა რულოვსი - 42,75%"- თამარ ჟვანიამ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა

20 May 2019 03:28

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,45% , ხოლო "გარეთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს.


მთაწმინდის ოლქში 31 უბნიდან 27 უბნის ხმები დათვლილია. მონაცემების მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა იკვეთება. შედეგების თანახმად, შალვა შავგულიძეს 36.75% აქვს, ვლადიმერ კახაძეს - 41.28%.


მარნეულის ოლქში დათვლილია 90 უბნიდან 81 უბნის მონაცემები. შედეგების თანახმად, აკმამედ იმამკულიევი - 7.73%, აგილ მუსტაფაევი - 11.06%, ზაურ დაგალი - 79.08%.


ზესტაფონის ოლქში 53 უბნიდან 52 ბანზე დათვლილია. ბაქარ ხიჯაკაძე - 34.29%, ანზორ ნებიერიძე - 2.66%., გიორგი წულაია - 5.83%, გიორგი გოგლიჩიძე - 50.57%.


ჭიათურის საარჩევნო ოლქში მონაცემები დათვლილია 57 უბნის მიხედვით. გივი მოდებაძე - 64.37%, ზურაბ კუპატაძე - 18.1%, დავით ჭუმბურიძე - 15.36%.


ზუგდიდში 107 უბნიდან 74 უბანზე დათვლილია. წინასწარი შედეგებით, სანდრა რულოვსი - 42.75%, გეგა შენგელია - 54.45%.


ხულოს ოლქში 54-ვე უბანზე დათვლილია მონაცემები. ირაკლი ჯორბენაძე - 23.74%, ვახტანგ ბერიძე - 70.91%.

 


კომენტარები:

ფართი შოპი