"ვნანობ ყველა უაზროდ დაკარგულ წუთს"- სოსო მეშველიანი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

21 May 2019 03:16

სოსო მეშველიანი არის პოეტი და გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან:

 

მაღიზიანებს - ადამიანების  სიყალბე;

ვგრძნობ - ამაოებას (ყველაზე მძაფრად);

მეშინია - დასასრულის;

ვიცი - რომ ერთ დღეს მივხვდები  თურმე არაფერიც არ ვიცი;

არ ვიცი - ბევრი რამ, რაც უნდა ვიცოდე;

შემიძლია - ადამიანის შეყვარება;

არ შემიძლია - გულგრილობა;

ვმეგობრობ - ყველასთან (ვცდილობ);

ვაპატიებ - თუ ვერ გამიგო;

ვტირი - ხშირად;

ვიცინი - ნაკლებად;

ვეძებ - რაღაცას  გამუდმებით; 

ღირსი ვარ - სიცოხლის;

ვჩხუბობ -ზოგჯერ;

ვკარგავ - ვპოულობ;

მშურს - პოლიგლოტების;

ვემალები -ზოგჯერ საკუთარ თავსაც  კი;

ვემტერები - ფარისევლობას;

მაინტერესებს - მომავალი;

არ მაინტერესებს - მადონას საყვარლების რაოდენობა;

მახსოვს - ბევრი ჯაფა;

მრცხვენია - სიმორცხვის;

უარვყოფ - იუთუბი „პოეტებს“;

ვავადმყოფობ - კარგად ვარ;

ვმალავ - სიმორცხვეს;

ვინახავ - უამრავ რამეს;

მწამს მომავლის;

მიკვირს - ვაი ქართველი პატრიოტების;

მიხარია - ადამიანად ყოფნა; 

ვჭორაობ - არ მცალია;

ვდარდობ - ბევრ რამეს; 

ვამაყობ - რთული და სუფთა წარსულით;

ვაკეთებ - ბევრი რამის კეთება ვიცი;

ვეფერები - ბავშვს, ხეს, ყვალის, რავი...

მსიამოვნებს - უმნიშვნელო სიკეთის კეთებაც;

მესიზმრება - ბავშვობა;

ვეხმარები - ყველაზე მეტად მოხუც დედას;

ვეწევი - ცოტას;

მწყინს - უსამართლობა;

ვხარჯავ - თუ მაქვს კი...

ვღალატობ - არ შემიძლია (ალბათ მაინც საკუთარ თავს);

ვკამათობ - არც ისე ხშირად;

ვუხეშობ - ხშირად;

ვუსმენ - ყველა გულწრფელ ადამიანს;

ვყოყმანობ -ასევე ხშირად;

ვკითხულობ - ბევრს;

ვამზადებ - ვერ ვხვდები რა იგულისხმება;

ვუყურებ - მოქანავე ხეების ყურება მიყვარს;

ვკლავ - ზოგჯერ (დროს);

ვაფუჭებ - მხოლოდ ლექსს;

ვცხოვრობ - არც ისე უინტერესოდ;

ვცემ - არავის;

ვყვირი - უკიდურეს შემთხვევაში;

ვმღერი - სტვენით (მარტო მუშაობის დროს);

ვასრულებ - ?

დავდივარ -სულ;

ვმკურნალობ - უძილობაზე;

ვერიდები - პოლიტიკურ დისკუსიებს;

ვთამაშობ - ვთამაშობდი;

ვიტყუები - ზოგჯერ, ვინმეს გასახალისებლად;

ვეთაყვანები - მზის ამოსვლას მთებში;

ვგიჟდები – ბავშვის სიცილზე;

მიყვარს - უმიზეზოდ არავინ;

ვოცნებობ - ბავშვების უკეთეს მომავალზე;

ვფიქრობ - სულ, სულ...

მძულს - უმიზეზოდ არავინ;

ვნანობ - ყველა უაზროდ დაკარგულ წუთს;

კმაყოფილი ვარ - რასაც ვაკეთებ;

მენატრება - ბავშვობა;

მსურს - მეტი თავისუფლება;

ვაგროვებ - ავტოკალმებს;

ვიხდი - ვიცვამ;

ვეჭვიანობ - ასაკზე...

ვკაიფობ“ - ქართველ ტელე-ჟურნალისტებზე;

ვიზიდავ - ფიქრებს;

ვალამაზებ - რითმებს.

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: ანა მუკბანიანი

კომენტარები:

ფართი შოპი