"საერთო ოპოზიციური ხმები შავგულიძის სასარგებლოდ გადანაწილდება"- რომან გოცირიძე

23 May 2019 17:37

რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მთაწმინდის ოლქის მეორე ტურში გამარჯვებას შალვა შავგულიძე მოიპოვებს.


"იქნება იგივე მობილიზება, რაც იყო ზუგდიდში, იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, მათ შორის ორგანიზაციული, მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში და ა.შ. "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში თავისი ასაღები აიღო, დაახლოებით 40%-მდე, დანარჩენი ხმა არის ოპოზიციის. კოლექტიური ხმებით გაიმარჯვებს შალვა შავგულიძე ამ არჩევნებში, ვინაიდან პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა ჯამური ხმა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიიღო "ქართულმა ოცნებამ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.


"ინტერპრესნიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი