„ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ყველაფერს აკეთებს დამარცხების გადასაფარად" - არჩილ თალაკვაძე

23 May 2019 21:34

რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მეორე დღეს მხარდაჭერას მოქმედ კანდიდატს უცხადებს, ამას მთაწმინდაზე მეორე ტურის შედეგები დაგვანახებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ წაგებული არჩევნები გადაფაროს.


„ნაციონალური მოძრაობა“ იმის ნაცვლად, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დამარცხება გადაფაროს, მეტიც, უფრო უარესაც აკეთებს და იმ პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების კამპანიაში, რომლებიც ვფიქრობ, როგორც მინიმუმ ამით ბედნიერები არ უნდა იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მეორე დღეს მხარდაჭერას მოქმედ კანდიდატს უცხადებს, ამას მთაწმინდაზე მეორე ტურის შედეგები დაგვანახებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი