"გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე"-მიხეილ სააკაშვილი

23 May 2019 21:58

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს უპასუხა.


„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.


„დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემს წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად, გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კი არ ვიჯდებოდი და 60-დოლარიან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი? მაზოხისტი კი არ ვარ. ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლა ქურდებისა და მძარცველების კორპორაცია, რომელმაც დედა უტირა და კიდე რა დღეში არიან“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


20 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ყოფილი პრეზიდენტის  განცხადებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომ ხვალიდან ქმედება იწყება, მელიას თქმით, განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილეა საჭირო.  მელიას თქმით, არ შეიძლება, ემოციურ ფონზე გაკეთდეს განცხადებები, რადგან ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და საჭიროა კოორდინაცია ოპოზიციაში. 

Imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი