"თუ გახსოვთ ვინმეს, სააკაშვილის დროს, როცა მკვლელობები მოხდა, გოგა ხაინდრავა ამბობდა და იმჩნევდა თუ არა რამეს და თუ ამბობდა, რას..."- არჩილ გამზარდია

24 May 2019 02:25

"გოგა ხაინდრავა სხვებზე რომ ამბობს მწამებლებს და წინა რეჟიმს წარმოადგენსო, ყველაზე ვინც დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს... რა მაინტერესებს, თავად გოგა ხაინდრავა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის ივლისამდე, მიშას დროს...


ბუტა რობაქიძე მოკლეს 2004 წლის 23 ნოემბერს, 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი მოკლეს, ზურა ვაზაგაშვილი კი 2006 წლის 2 მაისს.


თუ გახსოვთ ვინმეს, იმ დროს, როცა მკვლელობები მოხდა, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ამბობდა და იმჩნევდა თუ არა რამეს და თუ ამბობდა, რას...


მე არ მახსოვს და ვისაც ახსოვს, ჩამიგდოს იქნებ ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა როგორ დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას ამ მკვლელობების გამო."


კომენტარები:

ფართი შოპი