პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

25 May 2019 04:16

ცესკომ  საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. (იხილეთ - დადგენილება №23/2019); 


აღნიშნულის შესახებ, საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ცესკოდან აცნობეს. 


"24 მაისს, კომისიაში  გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია,  საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს.


შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 126). "- აღნიშნულია განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი