"დავით გარეჯასა და აზერბაიჯანული მხარის ქმედებებზე სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარები" - ირმა ინაშვილი

25 May 2019 13:31

"დავით გარეჯა, მთელი სამონასტრო კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია რომ საქართველოს ისტორიული და კულტურული კუთვნილებაა, ამას ჩვენთვის, ქართველებისთვის მტკიცება არ სჭირდება და აზერბაიჯანელებმაც გადასარევად იციან სიმართლე. ამ საგანძურის (მიწაც და სამონასტრო კომპლექსიც) დაცვას სჭირდება ეროვნული სული, ქართული გული, შრომა და ბრძოლა. ვწუხვარ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება (ისევე როგორც წინამორბედნი) ვერ და არ იცავს სათანადო სულისკვეთებით არა მარტო დავით გარეჯას მონასტერს, არამედ ზოგადად ქართულ ინტერესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დავით გარეჯასა და კონკრეტულად, აზერბაიჯანული მხარის ქმედებებზე სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების კომენტარები. არასერიოზულია, არაეროვნული და არასახელმწიფოებრივია. არ მჯერა, რომ დაიწყება კომპეტენტური მუშაობა. ვატყობ, მორიგ მზაკვრობას აქვს ადგილი, რომ გააჩუმონ გაბრაზებული საზოგადოება და მოიგონ დრო, ამიტომ პროტესტი კი არ უნდა ჩაქრეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. ყველა უნდა გავბრაზდეთ და გამოვფხიზლდეთ, რაღაცა ღრმა ძილს და ფეისბუქომანიას შევეყარეთ და მოქმედება გარეთაა საჭირო, რეალურ ცხოვრებაში." - წერს ირმა ინაშვილი თავის facebook გვერდზე


კომენტარები:

ფართი შოპი