"მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან" - არქიმანდრიტი კირიონი

25 May 2019 22:27

მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ,“ - ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები. როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.


კომენტარები:

ფართი შოპი