"ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული" - ქეთევან ციხელაშვილი

26 May 2019 23:55

ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა და არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.



სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი გზით მიმდინარეობს და ის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.



„ეს არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მონაპოვარი, დღე, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა, იბრძოლეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ. მაშინ მთელი შვიდი ათწლეული შეაფერხა საბჭოთა სისტემამ ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ჩვენ ისევ გვაქვს დამოუკიდებლობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა და არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანი გზით, განვითარებით, პროგრესით და ამ ბრძოლას აუცილებლად დავასრულებთ გამარჯვებით", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი