"გარეჯი საქართველოა," "ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ," -ამ შინაარსის ტრანსფარანტებით წითელ ხიდზე აქცია გაიმართა

27 May 2019 00:06

"გარეჯი საქართველოა," "ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ," - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით წითელ ხიდზე აქცია გაიმართა. გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი.


აქცია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მმართველის ლოცვა-კურთხევით გაიმართება, რომელზეც დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ.  


აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.


 პროტესტს ამ ფორმით ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც გამოხატავდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი