"აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაფუჭებულია დღევანდელი მთავრობის ხელით" - სანდრა რულოვსი

27 May 2019 00:18

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სანდრა რულოვსი გამოეხმაურა. მისი თქმით საქართველოს და აზერბაიჯანს აქამდე პრობლემები არ ჰქონიათ და აღნიშნული კონფლიქტი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა.


„საქართველოს აზერბაიჯანთან არასდროს არ ჰქონია პრობლემები ურთიერთობის. ეს არის ჩვენი ძალიან მეგობრული მეზობელი სახელმწიფო და ეს ფაქტი, რომ დღეს არის პრობლემები მარტო მეტყველებს იმაზე, რომ გაფუჭებულია ეს ურთიერთობა დღევანდელი მთავრობის ხელით. ეს ძალიან დასანანია და ვეტყოდი, რომ ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები უნდა იდგეს პირველ რიგში და არა რაღაცა კომერციული და სხვა ინტერესები,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.


კომენტარები:

ფართი შოპი