"ვამაყობთ, რომ პაატა ბურჭულაძე ჩვენი ქვეყნის შვილია"-რას წერდა ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს

09 Jul 2017 14:59

„დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო საოპერო საზოგადოება თქვენი სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. ძნელად თუ მოიძებნება კაცი, რომელსაც თავისი ერის ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს.


თქვენ თქვენი შემოქმედებით მსოფლიოში გაუთქვით სახელი ჩვენს ქვეყანას, უდიდესი აღიარება მოიპოვეთ და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეთ ყველგან. ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიო ბანი, ოპერის ვარსკვლავი – პაატა ბურჭულაძე ჩვენი ქვეყნის შვილია. იყო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი – რჩეულთა ხვედრია, მაგრამ თქვენ კიდევ ერთი უდიდესი ნიჭით ხართ დაჯილდოებული და ეს მოყვასის თანადგომის ნიჭია.


თქვენ გვერდში უდგახართ უამრავ ჩვენს თანამემამულეს და ძალ-ღონეს არ იშურებთ მათ დასახმარებლად. თქვენი ინიციატივით გამართული საქველმოქმედო კონცერტების დროს ჩვენ არაერთი ადამიანის ბედნიერებისა და სიხარულის მომსწრენი გავხდით. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ შემოქმედებითი წარმატება, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე”,.


P.S. აღნიშნული საგანგებო წერილით, საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, პაატა ბურჭულაძეს 2013 წლის 10 ივლისს მიმართა. 



კომენტარები:

ფართი შოპი