"სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს სჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!" - ნიკა გვარამია

28 May 2019 03:29

"ჩემი შვილი თინეიჯერულ ასაკში რომ გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!


ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა!


ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. რატომ? იმიტომ რომ სექსუალური განათლება არ მიმიღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.


სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს სჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!


PS სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისათვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!" - წერს ნიკა გვარამია თავის facebook გვერდზე.


კომენტარები:

ფართი შოპი