ლარმა გაუფასურების 24-წლიანი რეკორდი მოხსნა

28 May 2019 23:35

ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს არსებობის 24-წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა.  


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1182 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.


გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

Rustavi2.ge


კომენტარები:

ფართი შოპი