"2012 წელს, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობას“ 30 000 ლარი შესწირა" - თინა ბოკუჩავა

30 May 2019 20:17

2012 წელს, ნათია თურნავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველი იყო“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.


მისი თქმით, თურნავამ „ნაციონალურ მოძრაობას“, დააახლოებით 30 000 ლარი შესწირა.


დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ადასტურებს, რომ ნათია თურნავა გადაწყვეტილებებს არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე იღებს, „თუ საიდან უბერავს პოლიტიკური სიო“.


მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე, შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ამას მეტყველებს.


„ის, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს და საკუთარ შეხედულებებს პოლიტიკური სიო საიდან დაუბერავს იქეთ იცვლის, ადასტურებს ის, რომ 2012 წელს ნათია თურნავა იყო "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ მსხვილი შემომწირველი და შემდგომ სრული დისკომფორტის გარეშე გადავიდა, ახალი მმართველი გუნდის მხარეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი