მე ვემიჯნები და არ ვაპირებ, მასთან ერთად საკრებულოში მუშაობას"- ეს განცხადება, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ გააკეთა.
მისი თქმით, ნანა კოსტავას პოსტი, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს მიუღებელია. რაც შეეხება საკითხს დატოვებს თუ არა საკრებულოს ნანა კოსტავა, ლატარია ამბობს, რომ ეს კოსტავას გადასაწყვეტია.
"პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო ნანა კოსტავას დაეტოვებინა თანამდებობა და მან დატოვა თანამდებობა. მე არ დავმალავ, ვურჩიეთ მას დაეტოვებინა საკრებულო. ჩვენ, რაც გვქონდა ბერკეტი მან გაითვალისწინა, სხვა ბერკეტი არ გვაქვს. იმპიჩმენტი სულ სხვა თემაა. მოდი, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მე ვემიჯნები და მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში მუშაობას. უღირს თუ არა საკრებულოში მუშაობა მისი გადასაწყვეტია,"-განაცხადა ნიკა ლატარიამ.