რა გზას გადის ნივთი, სანამ სამუზეუმო ექსპონატად იქცევა?

01 Jun 2019 00:02

ალაბათ ძნელი მისახვედრი იქნება საქმეში ჩაუხედავი პირისთვის, რომელიც მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებს ათვალიერებს, რა გზას გადის ნივთი სანამ ექსპოზიციაში ადგილს დაიკავებდეს. ეს გრძელი გზა განსაზღვრავს მუზეუმის მუშაობის შინაარსსა და სპეციპიკურ მხარესაც. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ ნივთი შემეცნების საგნად იქცევა, მან ცალკეული ეტაპები უნდა გაიაროს, ეს საფეხურებია:


ნივთის მიკვლევა და განსაზღვრა მისი სამუზეუმო მნიშვნელობისა;

მისი მოძიება და მოტანა მუზეუმში;

შემოსვლის სათანადო ფიქსირება;

წინასწარ დამუშავება;

დავთარში გატარება და საკოლექციო ნომრის მიცემა;

ფონდში დაუნჯება;

მეცნიერული დამუშავება;

ექსპონირება; 

მისი პოპულაცია.


ყველა მუზეუმის სპეციფიკის ძირითადი მხარე არის მოძიებით-შემგროვებლობითი საქმიანობა, რომელილიც გულისხმობს სამუზეუმოდ საჭირო ნივთების მოტანას, მუზეუმის ძირითადი ფონდის გასამდიდრებლად.


სამუზეუმო ნივთის მუზეუმში მოხვედრის საშუალება არსებობს:

შემოწირულობა;

შესყიდვა;

უშუალოდ მუზეუმის შემგროვებლობითი საქმიანობა.


შემგროვებლობა ეს რთული გზაა, რაც სამუზეუმო საქმიანობის კომპლექსურ ღონისძიებებს და სამეცნიერო-საექსპოზიციო მუშაობას მოითხოვს.

ძირითადი ფონდის ყოველდღიეური შევსების, ახალი კოლექციების მეცნიერული პირველწყაროების სისტემური და გემაზომიერი მოძიების გარეშე, ძნელია წარმოვიდგინოთ ექსპოზიციის გაშლა-განახლება, სამეცნიერო კვლევა-ძიების და სამცნიერო-საგანმანათლებლო სამუშაოების გაღრმავება. ეს არის მუზეუმის წარმატებით მოღვაწეობის მთავარი პირობა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუზეუმი არა მხოლოდ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ ის ამავდრულად წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით ადგილს.


ნებისმიერი სამუზეუმო ნივთის თუ კოლექციის მეცნიერული, ისტორიულ თუ მხატრულ ღირებულების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ შსაბამისი მეცნიერული ანალიზების შედეგად. სწორედ კარგად აწყობილი მეცნიერული კვლევა იძლევა გარანტიას მოძიებითი საქმიანობის მაღალ დონეზე შესასრულებლად, რაც ნაყოფს იძლევა, როგორც საექსპოზიციო, ისე პროპაგანდისტული საქმიანობის გაშლისას.

მოძიებითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებისას გასათვალისწინებელია, თავისებურებანი, რაც ამა თუ იმ მუზეუმს ახასიათებს პროფილის შესაბამისად. ეს მომენტი უმთავრესიაფონდებსი დაკომპლექტების დროს. რაც უფრო ფართოპროფილიანია მუზეუმი, იმდენად უფრო ვრცელია მისი ასპარეზი და მოძიებითი სამუშაოებიც უფრო მრავალფეროვანია.


მოძიებითი სამუშაოების განხორციელების მრავალი გზა არსებობს. ყველაზე ეფექტური და სანდო, ადგილზე კარგად ორგანიზებული ექსპედიციების მოწყობა და მივლინებებია, რომელთაც წინ უნდა უძღოდეს სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება, წინასწარული მოსამზადებელი საქმიანობის განხორციელება, სათანადო ლიტერატირის, გამოკითხვის და დოკუმენტების გულდასმით დამუშავება.


კომპლექსური ექსპედიციები უფრო შედეგიანობით გამოირჩევა, მაგრამ დაკავშირებულია სიღტულეებთან. კომპლექსური ექსპედიციების ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც უშუალოდ ცალკეულ მუზეუმებში, ისე სხვადასხვა მუზეუმების და სამეცნიერო დაწესებულებების ერთობლივი ღონისძიებს შედეგად.


კარგად ორგანიზებული ექსპედიციების თუ მივლინებებს განხორციელების შედეგად მოძიებული მასალები, სრულად არის ფიქსირებული. ნივთის შესახებ ამომწურავი ცნობების შგროვება, მასალის აღწერა და დაწვრილებითი ანგარიშის შედგენა, რაც უშუალოდ ადგილზე უნდა განხორციელდეს, უმთავრესი პირობაა მოძიებითი სამუშაოების განხორციელებისას. ყოველივე ეს საგრძნობლად აადვილებს კოლექციის თუ ნივთის შემდგომ დამუშავებას და მეცნიერულ მიმოქცევაში შეტანას.



წყარო: ჭილაშვილი ლ. “მუზეუმმცოდნეობა და სამუზეუმო საქმის საფუძვლები” 


ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი