„რაც ჩვენ რუსთავი 2“-ის მხრიდან ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ მედიასტანდარტს სცდება" - არჩილ თალაკვაძე

11 Jun 2019 01:51

სამწუხაროდ, რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული და არ გინდათ თვალი გაუსწოროთ იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებმა გუშინ აჩვენა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვას, მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის შესაძლო დაშინების შესახებ.


„ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის მხრიდან ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ მედიასტანდარტს სცდება. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტები აიძულა, რომ ასეთ მარგინალურ ხაზში შევიდეს ასეთი საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობის მქონე ტელევიზია. სახეზეა პოლიტიკური ჩარევა მედიასაშუალების საქმიანობაში, რომელმაც სამწუხაროდ, ასეთ ზღვრამდე მიიყვანა „რუსთავი 2“.


მოგიწოდებთ, გახსნათ პლატფორმები თქვენს ტელევიზიაში, ამ საკითხებზე იყოს ღია მსჯელობა და ჩვენი მხარე იყოს სათანადოდ წარმოდგენილი და ასე ცალმხრივად არ ხდებოდეს გაშუქება ამ პროცესების. თქვენ სამწუხაროდ, რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული და არ გინდათ თვალი გაუსწოროთ იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებმა გუშინ აჩვენა“,- განაცხადა თალაკვაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი