"სანამ ეს ოპოზიცია არ დაფიქრდება რეალურ მიზეზებზე, მუდმივად ასეთ შედეგებს მიიღებენ სხვა არჩევნებშიც" - არჩილ თალაკვაძე

11 Jun 2019 01:55

ვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როცა ოპოზიციური ძალა, რომელსაც მთავარ ოპოზიციონერობაზე აქვს პრეტენზია, საზოგადოებას ეუბნება, რომ ისინი თითქოს იაფფასიანი მეთოდებით მანიპულირებადი არიან. ეს სამარცხვინო შეფასებებია და ამას საზოგადოებამ პასუხი გასცა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციის ბრალდებების შეფასებისას განუცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციამ წინასწარ იცოდა, რომ მთაწმინდაზე არჩევნებს წააგებდა, ამიტომ ცდილობდა თავიდანვე მოეხდინა პროცესის დისკრედიტაცია.


„ჩვენ წინასწარ ვთქვით, რომ ოპოზიციის მიზანი უშუალოდ არჩევნების დასრულებამდე იყო მისი დისკრედიტაცია, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ მარცხდებოდნენ და სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდნენ წინასწარ როგორმე თავი ემართლებინათ. ბოლოს გამოჩნდა ის, რომ მათ რეალურად ის მიზეზები კი არ განიხილეს, თუ რა იყო მიზეზი რომ მეორე ტურში ამხელა განსხვავებით წააგეს, არამედ ის გადააბრალეს საზოგადოებას, მოქალაქეებს. ეს არის ერთგვარი შეურაცხყოფაც ჩვენი ამომრჩევლის, როცა ოპოზიციური ძალა, რომელსაც მთავარ ოპოზიციონერობაზე აქვს პრეტენზია, მხარდამჭერებს და მთელ საზოგადოებას ეუბნება, რომ საზოგადოება თითქოს იაფფასიანი მეთოდებით მანიპულირებადია. ეს არის სამარცხვინო შეფასებები და ამას პასუხი გასცა საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, სანამ ეს ოპოზიცია, ეს ნაწილი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა ახლა, არ დაფიქრდება რეალურ მიზეზებზე თუ რა არის ამ შედეგების უკან, ისინი მუდმივად ასეთ შედეგებს მიიღებენ სხვა არჩევნებშიც“,- განაცხადა თალაკვაძემ. 

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი