"ივანიშვილს უნდა ეშინოდეს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ჩემიც. კბილებს ჩაგიმტვრევთ!"-ნიკა გვარამია

12 Jun 2019 01:55

„ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით არ წავა. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული,“ - ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი შეეცდება, 2020 წლის არჩევნებზე დახარჯოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.


„მარტივ კალკულაციას გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი რომ საფრანგეთში გადაბარგდეს, ცხოვრობდეს ეს 7 წელი და არჩევნების წაგების შემდეგ იმედია, არავის არ აქვს ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დარჩება, ციხეში სულ არ მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ვერ დარჩება, ვერც ვერანაირ პოლიტიკურ ამბიციას ვერ გამოხატავს. ეს უნდა იყოს უპირობო  მოთხოვნა არჩევნებში გამარჯვებული გუნდის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა იყოს იზოლირებული და მას არჩევნებთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. როგორც უნდათ, ისე უნდა დაარეგულირონ ეს კანონი. ყველა მინუს ერთ ი- ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება. მორჩა. რატომ, 7 წელია, ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს საქართველოში და ხელისუფლებაში, აი, წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობდეს საფრანგეთში ეს 7 წელი. მას მოუწევდა წელიწადში 150 მილიონი ევროს გადახდა გადასახადის სახით. ეს არის, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი. 7 წლის განმავლობაში, ეს რომ დავაჯამოთ, არის, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი. ახლა თქვენ რას ფიქრობთ, რომ 3 მილიარდი ლარის ეკონომია რომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ის არჩევნებში, თუნდაც 300 მოიკლოს, არ დახარჯავს, რომ შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ 3 მილიარდის ეკონომია გააკეთოს? ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა,“ - განაცხდაა ნიკა გვარამიამ.


მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი არ გადააბარებს ხელისუფლებას მშვიდი და დემოკრატიული გზით. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს გარე და შიდა ფაქტორების თუ ამას არ გააკეთებს. 


„ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს, რომ ეს გააკეთოს, ქვეყნის გარეთ მას უნდა ეშინოდეს ამერიკელების და დღეს პომპეომ პირდაპირ ეთერში ცემა ბახტაძე. ისედაც ხომ რა სანახავია და ახლა იყო მთლად მდუღარე გადასხმული ქუჩის ძაღლივით. და რათ მინდა მკითხაობა, რა თქვეს. პირდაპირ კაცი გამოვიდა და თქვა, დემოკრატია არ გაქვთ, გაქვთ ოლიგარქიის ქვეშ სასამართლო და მეორე, პირველად ამერიკელებმა გვითხრეს, რომ თქვენ საგარეო ორიენტაცია არ გაქვთ სწორი. ანაკლიის პორტს თუ არ ააშენებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი და რუსეთი გინდათ და ხომ ვიცით, რომ არ ვაშენებთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიცია და „რუსთავი 2“ არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს.


„მას უნდა ეშინოდეს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ჩემიც. კბილებს ჩაგიმტვრევთ. არჩევნების დღეს და მეორე დღეს კი არა შენ, რომ 9-ის 5 წუთზე გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" იქ იქნება, სადაც ახლა არის და იმას იზავს და ათჯერ მეტს, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არა, მანამდე იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გაყალბდა მოსყიდვით,  გაყალბდა დაშინებით. გაყალბდა თამარ ჟვანიას მთავარ მთვლელად გამოცხადებით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი