ბინები, მიწები, კომერციული ფართები, ნახევარ მილიონ ლარამდე შემოსავალი - ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახი, გასულ წელს კიდევ უფრო გამდიდრდა

14 Jun 2019 12:02

„ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა, გასულ წელს, შემოსავლის სახით 409 841 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა შეადგენს როგორც ოჯახის წევრების ხელფასებს, ასევე, სამეწარმეო საქმიანობიდან და იჯარის საფუძველზე მიღებულ თანხებს. კერძოდ:


სადეპუტატო საქმიანობიდან, 2018 წლის მანძილზე ზაქარია ქუცნაშვილმა 56 835 ლარი მიიღო;

ზაქარია ქუცნაშვილის მამას, ომარ ქუცნაშვილს კი, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის საფუძველზე - 22 500 ლარი, ხოლო შპს ,,ჯეოინჟინირინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან 60 318,75 ლარის შემოსავალი ჰქონდა;


ქუცნაშვილის მეუღლე, თეა სანიკიძე კერძო სექტორშია დასაქმებული და მისი შემოსავლები ასეა გადანაწილებული:


ქ ენდ ქ კონსალტინგი,  მარკეტინგის მენეჯერი - 15 000 ლარი;

შპს ,,ნიტა პროქიურმენტ გრუპ“, დირექტორი - 92 890 ლარი;

შპს მთის ფარმა,  დირექტორი - 1 250 ლარი.


რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ თანხებს: ზაქარია ქუცნაშვილის მამამ, ომარ ქუცნაშვილმა, გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობიდან (შპს ჯეოინჟინერინგი, საქართველო, თბილისი თამარაშვილის 15ა, წილის ოდენობა 40,35%) 106 184 ლარი მიიღო.


ოჯახს, ასევე, ჰქონდა შემოსავლები იჯარის საფუძველზე. ზაქარია ქუცნაშვილი წლის მანძილზე 4 სახის არასაცხოვრებელ ფართს აქირავებდა, საიდანაც საერთო ჯამში - 54 864 ლარი მიიღო.


ყველაზე საინტერესო, ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივ  დეკლარაციაში მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებაა, რომელიც მთელი დეკლარაციის თითქმის 4 გვერდს იკავებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქონებრივი დეკლარაცია, მთელი ერთ გვერდიანი ჩამონათვალით გასულ წელს „გამდიდრდა“ და ასე გამოიყურება:


2018 წლის მანძილზე შეძენილი ქონება:


ზაქარია ქუცნაშვილი 100%  - სარდაფი,  500 GEL საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 2, 4 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100%  - ბინა,   40 000 აშშ დოლარი,  საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 2, 48 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100% -  სარდაფი, 1 000 აშშ დოლარი,  საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 4, 16,26 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100% -  სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი, 230 000 აშშ დოლარი საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 4, 915,61 კვ.მ;

თეა სანიკიძე 100%  - მიწის ნაკვეთი, 35 000 აშშ დოლარი,  საქართველო, ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა, 888 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100% - ბინა,  76 000 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, კარტოზიას ქ.10.კორპ.3, 85,86 კვ;


რაც შეხება 2018 წლამდე შეძენილ ქონებას:


აქარია ქუცნაშვილი 100%  - მიწის ნაკვეთი, 2017 წელი,  ნასყიდობა,  5 535 ლარი, საქართველო, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზარიძეები,136 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100%  - მიწის ნაკვეთი, 1993 წელი, ფაქტობრივი მფლობელობა, საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, 1110 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100% - მიწის ნაკვეთი, 1993 წელი,  ფაქტობრივი მფლობელობა საქართველო, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ხოფცა, 10000 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100%  - ბინა, 2016  წელი, ნასყიდობა 50 700 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, კარტოზიას ქ.#10, ბ.98, 59,99 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 70%  - მიწის ნაკვეთი, 2013 წელი, ნასყიდობა, სოფ. ხევსურთსოფელი, შეძენილია არასაცხოვრებელ ფართთან ერთად, 602 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 70%  - არასაცხოვრებელი ფართი, 2013 წელი, ნასყიდობა 15 000 აშშ დოლარი, საქართველო, თიანეთი, ხევსურთსოფელი, 345,92 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100% - არასაცხოვრებელი ფართი, 2012 წელი, ნასყიდობა 70 000 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, საბურთალოს 32, 88,57 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი  100%  - მიწის ნაკვეთი, 1988  წელი, კომლის გაყოფა,  საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, 2019 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100% -  საცხოვრებელი სახლი, 1988 წელი,  აშენებულია ომარ ქუცნაშვილის მიერ, 20 000 ლარი, საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, 155 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100% -  მიწის ნაკვეთი, 2000 წელი, ნასყიდობა, 5 000 ლარი, საქართველო, თბილისი, საირმის ქ. გორა ნაკვეთი 85, 379 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100%  - მიწის ნაკვეთი, 2017 წელი,  გამიჯვნის ხელშეკრულება, საქართველო, თიანეთი, დაბა სიონი, თიანეთი,დაბა სიონი, 450 კვ.მ;

თეა სანიკიძე 100%  - მიწის ნაკვეთი, 2013  წელი, ნასყიდობა, 30 210 ლარი, საქართველო, თბილისი, დიდი ლილო, თბილისი, დიდი ლილო, 1590 კვ.მ;

ომარ ქუცნაშვილი 100%  - საცხოვრებელი სახლი, 2008 წელი, აშენებულია ომარ ქუცნაშვილის მიერ 180 000 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, საირმის გორა ნაკვეთი 85, 496 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100% - მიწის ნაკვეთი, 2014 წელი, ნასყიდობა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად სოფ. ზარიძეები 1 485 ლარი, საქართველო, თიანეთის რაიონი, ზარიძეები, 36,7 კვ.მ;

ზაქარია ქუცნაშვილი 100% - არასაცხოვრებელი ფართი, 2014 წელი, ნასყიდობა 1 485 ლარი, საქართველო, თიანეთის რაიონი, ზარიძეები, 36,7 კვ.მ.


ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახი, ასევე ფლობს შემდეგი სახის მოძრავ ქონებას:


ზაქარია ქუცნაშვილი 100%  - მსუბუქი ავტომანქანა Toyota Land Cruzer Prado, 2013 წელი, ნასყიდობა 39 000 აშშ დოლარი;

ომარ ქუცნაშვილი 100%  - მსუბუქი ავტომანქანა, Honda CRV, 2014 წელი, ნასყიდობა 25000 აშშ დოლარი.


2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე, დაახლოებით 33 000 ლარი იყო განთავსებული.


ასევე, ქუცნაშვილის ოჯახს ჰქონდა შემდეგი სახის იპოთეკური სესხები:


ომარ ქუცნაშვილი - იპოთეკური სესხი, 53 000, აშშ დოლარი, პერიოდი: 15.09.2017-05.09.2022, საქართველოს ბანკი;

ზაქარია ქუცნაშვილი - იპოთეკური სესხი, 271 000 აშშ დოლარი, პერიოდი - 26.09.2018-2039;

ზაქარია ქუცნაშვილი - იპოთეკური სესხი, 80 000 აშშ დოლარი, პერიოდი: 29.12.2018-2038.


ზაქარია ქუცნაშვილს, ასევე, შვილის, თორნიკე ქუცნაშვილის სწავლის საფასურის უზრუნველსაყოფად  4 770 ლარის გასავალი ჰქონდა.

ზაქარია ქუცნაშვილმა, გასულ წელს სარემონტო სამუშაოებიც შეასრულა, რისთვისაც მას 128 668 ლარი დახარჯა.

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი