რა ქონებას ფლობს კახა კალაძე - ქონებრივი დეკლარაცია

11 Jul 2017 02:59

გაგაცნობთ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის ქონებრივ დეკლარაციას.


კახა კალაძეს ფყავს მეუღლე, ანი არეშიძე და სამი შვილი, ლევანი, კახაბერი და ვაჩე კალაძეები.


ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2017 წელს არის შევსებული, კახა კალაძის სახელზეა რეგისტირებული 5 საცხოვრებელი ფართი – ბინა თბილისში, ჭავჭავაძის 23, ფართობი – 364.00 კვ.მ.


საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, რესპუბლიკის 207, ფართობი – 410.00 კვ.მ,


საცხოვრებელი სახლი წყნეთში, გურამისვილის 8, ფართობი – 329.62 კვ.მ,


საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთი, გურამიშვილის 10, ფართობი – 188.45 კვ.მ,


ბინა თბილისში, ბურძგლას 76/80, ფართობი – 396.00 კვ.მ თბილისში.


ასევე 5 მიწის ნაკვეთი, 2400.00 კვ.მ სამტრედიაში, 3030.00კვ.მ ბორჯომში, ხოლო 1060.00 კვ.მ, 1058.00 კვ.მ, 1139.00 კვ.მ წყნეთში.


კახი კალაძეს დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს 7 მსუბუქი ავტომობილი: ” ROLLS ROYCE PHANTOM”, ” BENTLEY CONTINENTAL”, “MERCEDES GL63”, “MERCEDES G63” , “MERCEDES BENZ S63”, “FERRARI GTO” , “MERCEDES BENZ A45”.


კახა კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ფერწეულ ტილოებს.


მის სახელზე ასევე არის ათი მიმდინარე კრედიტი, ერთი კი მეუღლის, ანი არეშიძის სახელზე.


ფლობს რამდენიმე საწარმოს: kala capital limited, ООО «ЮКА», უკრაინა, შპს ,,ნესტ გრუპ“, უკრაინა, შპს კოლხეთი, საქართველო, ქობულეთი. მისი მეუღლე – ანა არეშიძე შპს “ანოუკი”, საქართველო.


შემოსავალი დააფიქსირებულია მხოლოდ ООО «ЮКА»- 550000.00 USD. შპს ,,ნესტ გრუპ“, 420 000.00 EUR.


წლიური შემოსავალი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან ხელფასის სახით 75000 ლარია.


მსოფლიო ნაკრებში მონაწილეობისთვის კალაძე დამატებით შემოსავალს 30 000$ აქვს მიღებული.


დეკლარაციით ვიგებთ, რომ კალაძე სოლიდურ თანხას ქველმოქმედებაში ხარჯავს.


წყარო: http://info7.ge/


კომენტარები:

ფართი შოპი