თუშეთის გზაზე დაღუპული და დაშავებული საქართველოს მოქალაქეები არიან

14 Jun 2019 20:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. 


უწყების ცნობით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე, ავტომობილის მგზავრი, 1984 წელს დაბადებული კაცი. ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია და გადაყვანილია საავადმყოფოში. 


ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე სიმაღლიდან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.


კომენტარები:

ფართი შოპი