„ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებინებთ ლგბტ თემის აქციას" - მეუფე იაკობი

16 Jun 2019 00:24

არავინ სდევნის ლგბტ თემს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ლგბტ თემის აქციას. მეუფე იაკობი კვირას, 16 ივნისს, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს, თუმცა რა შინაარსის იქნება ეს მოწოდება, სასულიერო პირი არ აკონკრეტებს.


ამასთან, კითხვაზე, შეათანხმებს თუ არა ის კვირას დაანონსებული განცხადების შინაარსს საპატრიარქოსთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არავისთან შეთანხმებას არ აპირებს.


„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაჟღერებ. მე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.


გარდა ამისა, მან ლგბტ თემის მიერ გამართულ აქციაზე სალომე სამადაშვილის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას მისვლას სამარცხვინო უწოდა.


„ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებთ მაგას. დევნიან თუ არა მათ? არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი