"თავისუფალი ზონის" წევრი, იმედა ზუმბაძე "ქართველთა მარშის" წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს!"-სანდრო ბრეგაძე შს სამინისტროს მიმართავს

11 Jul 2017 03:38

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი:


"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს -თურქეთის მოქალაქე ვინმე იმედა ზუმბაძე აპირებს პროვოკაციებს ქართველთა მარშის წინააღმდეგ. ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ავაზაკი ცდილობს გააღვივოს შუღლი თურქებსა და ქართველებს შორის. თავაზობს ფულს უცხოელებს რათა მოხდეს პროვოკაცია მარშის მსვლელობის დროს, რასაც უნდა მოყვეს არეულობა."


მოგვიანებით, სანდრო ბრეგაძემმედა ზუმბაძის ფოტოც გამოაქვეყნა:


"სურათზე მარჯვნივ, თურქეთში დაბადებული, ამჟამად საქართველოს მოქალაქე, "თავისუფალი ზონის" წევრი იმედა ზუმბაძე ცდილობს ჩააგდოს ეთნიკური შუღლი, თავაზობს ფულს უცხოელებს რათა14 ივლისს ქართველთა მარშზე მოხდეს თავდასხმა და პროვოკაცია. დააკავეთ და დაკითხეთ ეს ნაძირალა!!! ან რატომ დადის ასე თავისუფლად, ჩვენ უნდა გითხრათ ვინაა პროვოკატორი?"



კომენტარები:

ფართი შოპი