„თუ დამაპატიმრებთ მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი"- ლევან ვასაძე

19 Jun 2019 22:42

ერთადერთი თხოვნა მექნება: მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


ვასაძე შსს-ს მიმართავს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, დააპატიმრონ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც.


„თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ რა. მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მაშინ, მაგალითად, გიგა ბოკერია არის დასაპატიმრებელი, რომელიც აი, ამ არეულობის იდეოლოგია. ერთადერთი თხოვნა მექნება: ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტახანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფებზე არ გადავდივარ, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს რეპუტაციას კავკასიის რეგიონში,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი