სასტუმრო "რედისონთან", სადაც რუსი დეპუტატები იმყოფებიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ისინი სერგეი გავრილოვის და რუსი დეპუტატების საქართველოდან წასვლას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ითხოვს, რომ რამდენიმეკაციანი ჯგუფი მაინც შეუშვან სასტუმროში, რათა რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი ითხოვს, რომ დუმის დეპუტატებთან შესვლის საშუალება მისცენ, რათა საოკუპაციო ხაზიდან მავთულხლართის ნაწილი გადასცეს.
სასტუმრო "რედისონთან" პროდიუსერი მიშა მშვილდაძეც იმყოფება.
„რუსი დეპუტატებისთვის გზავნილი ძალიან ნათელი გვაქვს, "პუტინ ხ...ო-ს" ვიძახდით, ოკუპანტები რომ არიან და არ გაუვათ, ეს არის მთავარი, რაც გვინდა ვუთხრათ. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, ვისაც თავმოყვარეობა დარჩა და მარტო ზაქრო ქუცნაშვილები და ბიძინა ივანიშვილები არ ვართ,“ - ამბობს მიშა მშვილდაძე.