"რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?“ - ალექსეი ნავალნი

22 Jun 2019 04:15

პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტვიტერზე წერს.


„აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?“, - წერს ნავალნი.


ის პუტინის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი მთავრობამ 8 ივლისამდე საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.


"ხალხმა საგზური იყიდა. ისხდნენ, ღვინოს სვამდნენ, მწვადებს მიირთმევდნენ. უცბად ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით უკან, მეტი თვითმფრინავი არ იქნება. როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!" - წერს ნავალნი.


კომენტარები:

ფართი შოპი