ადვოკატები, რომლებიც 19 ივნისის აქციაზე დაკავებულებს უსასყიდლოდ ეხმარებიან - მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება!

22 Jun 2019 15:09

"ადვოკატებმა უსასყიდლოდ უნდა დავიცვათ აქციაზე დაკავებულთა უფლებები! ექიმებმა კი უსასყიდლოდ უნდა უნკურნალონ აქციაზე დაშავებულებს!"- ეს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის "ფეისბუქ პოსტია". ამ შინაარსის განცახდებებით კი, მისი რამდენიმე კოლეგაც გამოვიდა, რომლებმაც გუშინ სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონე აჩვენეს. ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე და აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. ამ ეტაპზე, მათი შუამდგომლობების საფუძველზე გათავისუფლებულია 23 დაკავებული. იურიდიული დახმარება გრძელდება.


ამ ადვოკატებს, აუცილებალდ უნდა იცნობდეს საზოგადოება:


ტარიელ კაკაბაძე:


ნიკუშა სადრაძე:

"მეგობრებო სასამართლოში ვარ! ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატები ვეხმარებით აქციის დროს დაკავებულებს! დარეკეთ ან ასოციაციის ცხელ ხაზზე 555070786 ან ჩემთან 591926240. ადამიანი და მისი დაცვაა მთავარი! სხვა ახლა მეასეხარისხოვანია".


დავით გირგვლიანი:

"მზად ვარ აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი დავიცვა უსასყიდლოდ! დამირეკეთ 568779100"


ირაკლი ჩომახაშვილი:

"ვუერთდები კოლეგების ინიციატივას! მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა აქციაზე დაკავებულთა უფლებები"




რაულ აგიკიანი:

"მოკლედ, წუხანდელი მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ვთავაზობ სრულიად უფასო იურიდიულ მომსახურებას!
პ.ს. ჩემი სპეციალიზაციიდან გამომდინარე (სამოქალაქო) შემიძლია მხოლოდ ამ მიმართულებით დახმარება(ზიანის ანაზღაურება, მკურნალობის ხარჯები და ა.შ.)
თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგები სისხლის სპეციალიზაციით იგივეს გააკეთებენ სისხლის მიმართულებით"


გიორგი სიმონიშვილი:



ონისე მარგიანი:


მამუკა მახარაძე:

"იზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას.....
მე, როგორც ადვოკატი, მზად ვარ გავუწიო იურიდიული მომსახურება ყიველგვარი ანაზღაურების გარეშე იმ პირებს, რომლებსაც შეექმნა ან შეექმნება სამართლებრივი პრობლემა აქციაზე მონაწილეობის გამო.
598 19 18 78"




ლაშა ცუცქირიძე:

"სასამართლოს უკან დაკავებული ბიჭები ჰყავთ პოლიციელებს, ათობით მათგანი მწერს ტელეფონზე იქედანვე, რომ დავეხმარო, საჯაროდ ვიხდი ბიჭებო ბოდიშს, ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველას დაცვას. პროცესები არის სხვადასხვა დარბაზებში, ასეულობით დაკავებულია. ზოგს ცოლი და მცირეწლოვანი შვილები ელოდებიან, ზოგს მოხუცებული მშობლები.

ბოდიში ბიჭებო... უფალი გფარავდეთ..."



თამუნა ლუკავა:

"მეგობრებო გაავრცელეთ!
მე და ჩემი მეგობარი ადვოკატები - გიორგი კაკუბავა და ნინო ანდრიაშვილი (საერთო სპეციალობით) მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება გუშინ საღამოს პარლამენტის შენობასთან დარბევის შედეგად დაზარალებულებს!"


გიორგი კაკუბავა:


ნინო ანდრიაშვილი:




ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი