"მკვლელ რუ­სეთს არ მივ­ცეთ სა­ბა­ბი, კი­დევ ერთხელ არ წა­მოგ­ვა­გონ პრო­ვო­კა­ცი­ას" - ნინო სურ­გუ­ლა­ძე 

22 Jun 2019 19:35

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს:


"ჩემო ძვირ­ფა­სო ახალ­გაზ­რდე­ბო და არა მარ­ტო... ვუ­ყუ­რებ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და მიმ­ძიმს შო­რი­დან ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა, რად­გან ამ პრო­ცე­სე­ბის ინ­სპი­რა­ტო­რი კვლავ ჩვე­ნი მტე­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­აა, რო­მელ­მაც არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, მა­ინც ვერ დაგ­ვა­ჩო­ქა.


ვუ­ყუ­რებ ჩვენს გულ­მხურ­ვა­ლე ახალ­გაზ­რდებს და ამა­ყი ვარ, რად­გან მათი ხმა ნამ­დვი­ლად ის­მის მსოფ­ლი­ო­ში.


ამა­ყი ვარ, რად­გან ჩვენ ბევ­რჯერ ვუ­თხა­რით არა, მკვლელ რუ­სეთს და პი­რა­დად პუ­ტინს. ამა­ყი ვარ და გუ­ლან­თე­ბუ­ლი, როცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მი­წევს უდი­დეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გას­ვლა და სიმ­ღე­რა, სა­დაც მე აუ­ცი­ლებ­ლად სი­ა­მა­ყით ვი­ტყვი, რომ ქარ­თვე­ლი ვარ.


არა­სო­დეს არ ვაძ­ლევ სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას, გა­ვა­კე­თო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ამ ერთხელ მო­მი­ტე­ვოს ყვე­ლამ - ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, რად­გან მკვლელ რუ­სეთს არ მივ­ცეთ სა­ბა­ბი, კი­დევ ერთხელ არ წა­მოგ­ვა­გონ პრო­ვო­კა­ცი­ას.


ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მე ამის მჯე­რა და სულ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვივ­ლით წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ.


სიყ­ვა­რუ­ლით თქვე­ნი ნინო" - წერს სურ­გუ­ლა­ძე.


კომენტარები:

ფართი შოპი