"სახელიც აღარ მახსოვს პრემიერის, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა!"-განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიროგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას.
"უი რა კარგია ტრამპმა კვირიკაშვილი მიიღოო. პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდასთან, სადღაც - პრემიერ-მინისტრი!! და ამერიკის პრეზიდენტი რომ ელაპარაკებოდა ეს უხაროდათ. თურმე, 1 წუთით მაგიდის გვერდზე დაიყენა სურათის გადასაღებად.
თეთრ სახლში უამრავი შეხვედრა მქონდა და ვიცი, რომ გრძელდებოდა საათნახევარი, საშუალოდ... პროტოკოლის სრული დაცვით, ეს რა იყო?! პატარა ბიჭივით დაიყენეს გვერდზე სურათის გადასაღებად, იმიტომ რომ ყველამ იცის, კაცის კაცი - არავის არ უნდა. დედა, რამხელა წარმატებაა მაგიდის გვერდზე აატუზესო!"-განაცხადა სააკაშვილმა.