ექსკლუზივი - "პრემიერი, 14:00 საათზე გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას, რაც მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავს"

28 Jun 2019 15:00

პრემიერმა, ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომა დანიშნა. მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 14:00 საათზე შეიკრიბებიან.


როგორც საინფორმაციო პორტალ "მხარესთვის" გახდა ცნობილი, ბრიფინგზე პრემიერი ბახტაძე განცხადებას გადადგომის შესახებ გააკეთებს, რაც მთელი მთაბრობის გადადგომას ნიშნავს. საუბარია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზეც.


უცნობია ტრადიციულად შეხვდება თუ არა პრემიერი მედიის წარმომადგენლებს. როგორც წესი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგს მართავს. 


შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. განცხადების გაკეთების შემდეგ პრემიერმა კითხვებსაც უპასუხა. 


კომენტარები:

ფართი შოპი