მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას და პოლიციელებს, რომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ქვეყანა განვითარების გზას ადგას და ქაოსს არ უნდა დაუბრუნდეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას და ამავე დროს პოლიციელებს, რომლებმაც მართლწესრიგის შენარუჩნება უზრუნველყვეს ქვეყანაში - იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან, იმისგან, რომ ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და ჩვენ განვითარების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ. ქვეყანა დგას განვითარების გზაზე და არ უნდა დაუბრუნდეს ქაოსს, არეულობას და წარსულ პრობლემებს, რომელიც ჩვენს თაობებს გამოცდილი გვაქვს არაერთხელ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
IPN.ge