„დღეს ისეთივე არალეგიტიმურია გახარიაც და ბიძინა ივანიშვილიც, როგოც მისი პინგვინი და ზებრა" - ლევან ხაბეიშვილი

28 Jun 2019 21:14

 ქვეყანაში, არც ერთ ეპოქაში, ხალხზე ძალადობა არავის შერჩენია. არ შერჩება არც ივანიშვილს და არც გახარიას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ნებით არ წავა, ხალხი აუცილებლად აიძულებს ივანიშვილსაც, გახარიასაც და მთავრობასაც წასვლას.


„დღეს ისეთივე არალეგიტიმურია გახარიაც და ბიძინა ივანიშვილიც, როგოც მისი პინგვინი და ზებრა. მართლაც მძიმე მდგომარეობაში არიან. დღევანდელი პროტესტიც ამის დადასტურებაა, რათა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ უნდა წავიდნენ, უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამ გადაწყვიტოს, თუ ვის უნდა ანდოს ქართველი ხალხის ბედი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ნებით არ წავა ხალხი აუცილებლად აიძულებს ივანიშვილსაც, გახარიასაც და მის მთვრობასაც წასვლას.


ლევან ხაბეიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ხელისუფლების ბრალდებებთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია 20-21 ივნისს შტურმს ცდილობდა.


"თუ იტყვიან, რომ ოპოზიციას შტურმს ცდილობდა, ქართული ოცნების მესიჯბოქსი ხომ ეს არის. მაგალითად ხაბეიშვილი და მელია თუ შტურმს ცდილობდა მე რატომ არ გამიხეთქეს თავი და 50 მეტრის მოშორებით მყოფ ახალგაზრდებს რატომ გაუხეთქეს თავები და დათხარეს თვალები? ხალხი ამას აღარ შეჭამს და აუცილებლად დადგება გახარიასიც და ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი "-აღნიშნა ხაბეიშვილმა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი