პრემიერმა, ბესო გაბიანს, ბესო ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილსა და დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა

12 Jul 2017 03:54

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და დააჯოლდოვა.


“ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა დღეს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ უდიდესი გმირობისთვის, რომელსა თქვენ ავლენთ ყოველდღიურ საქმიანობაში. რამდენიმე დღის წინ მთელმა ქვეყანამ იხილა თქვენი გმირობა და ყველა სუნთქვაშეკრული უყურებდა სულისშემძვრელ, მაგრამ ამავე დროს საამაყო კადრებს, როდესაც მფრინავებმა მაშველებთან ერთად გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე. თქვენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მთელმა ქვეყანამ ნახა, როდესაც სტიქიური უბედურების დროს შტრომის დროს ხანძრის დროს, ჩვენმა მაშველებმა გადაარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენთაგანი და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენ საზოგადოებასთან ერთად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეებს ღირსების ორდენი გადაეცემათ.


“დღეს ჩვენ შს მინისტრთან ერთად ვაჯილდოვებთ ღირსების ორდენით ეკიპაჟს მეთაურს ბესიკ გაბიანს, ბესიკ ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილს, დიმიტრი ქააძეს, ასევე შსს აჯილდოვებს მაშველებს და ასევე 112-ის თანამშრომელს ანა ნიშნიანიძეს, რომელმაც ეფექტური მუშაობით 14 წლის სალომეს სიცოცხლე გადაარჩია. ვამაყობთ თითოეული თქვენგანით. განსაკუთრებულად ემოციურია, რომ დღეს ეს დაჯილდოება ხდება თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. უნდა ვუთხრა ოჯახის წევრებს, ჩვენი საქართველო ვამაყობთ თქვენი მშობლებით, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე იხსნეს. მინდა გითხრათ, რომ თითოეული დღე თუ ღამე, რომლესაც თქვენი მშობლები არ ატარებენ თქვენათ ერთად ეძღვნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენ ვამაყობთ თქვენი გმირობით ჩვენო სასახელო ადამიანებო. მადლობას გიხდით და მინდა, გითხრათ, რომ საქართველო არის ერთიანი თქვენი გმირობის დაფასებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისთვის, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს – ბესო გაბიანს, ბესო ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილსა და დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი სამინისტროს 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა, ხოლო 2-ს მადლობის სიგელი გადასცა.




კომენტარები:

ფართი შოპი