"გიორგი გახარია 20 ივნისს საქართველოს კონსტიტუციას იცავდა" - ქეთევან ციხელაშვილი

29 Jun 2019 16:52

20 ივნისს გიორგი გახარია იცავდა საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს უსაფრთხოებას. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა.


”მე ვფიქრობ და მგონია, რომ არაფრის დიდებით აღარ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, რადგან ჩვენ წავედით წინ და ვიმსახურებთ ცოტა უფრო მეტს, როგორც საზოგადოება. მგონია, რომ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის, ისევე როგორც საზოგადოების თითოეული წევრის, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, მედია, სამოქალაქო აქტივისტი თუ ა.შ. ამ სულისკვეთებით მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია 20 ივნისს, როდესაც ის იცავდა საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართვცელოს უსაფრთხოებას.“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მან ასევე კომენტარი გააკეთა სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით.


„ერთიც აქვე უნდა ვთქვა და დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უმძიმესია, პირდაპირ გეტყვით ტრაგიკულიც, ჩვენი თითოელი დაშავებული მოქალაქის ნახვა, რომელთა შორისაც არიან პოლიციელბი, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც თავდადებით მუშაობდნენ. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა უკვე განცხადება. თუკი კონკრეტულ შემთხვევებში ძალის გადამეტების ფაქტებს ჰქონდა ადგილი ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და, ვფიქრობ, პირველ რიგში ჩვენ და ყველაზე მეტად ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრი არის დაინტერესებული, რომ ყველა კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცეს“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი