„ივანიშვილს სურს, რომ დაანაწევროს ოპოზიცია" - სერგო რატიანი

29 Jun 2019 17:04

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ცვლილებების თანახმად, მომდევნო არჩევნებიდან უქმდება საარჩევნო ბარიერი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების სახით კენჭისყრაში მონაწილეობა.


ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბლოკების აკრძალვით ივანიშვილი ოპოზიციის დანაწევრებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნული საკითხის დათმობას საკანონმდებლო განხილვების დროს  არ აპირებენ.


„ივანიშვილს სურს, რომ დაანაწევროს ოპოზიცია. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ბლოკები უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს, ფაქტობრივად, არის ივანიშვილისთვის  წვრილმანი თაღლითობები წაგებული თამაშის დროს.  ეს ვითარებას ვერ შეცვლის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ისედაც შელახულ რეპუტაციას“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი,  სერგო რატიანი.


საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია პარლამენტში და განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება.


კომენტარები:

ფართი შოპი