"კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა"

06 Jul 2019 02:40

ლელოს“ ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა. დღეს, მონრეალში, ძიუდოისტთა “დიდი პრიზის“ მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქართველი ძიუდოისტები კანადაში არ იასპარეზებენ.


„ლელოს“ ცნობით, მიზეზი სავიზო პრობლემაა - ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა, რის გამოც წასვლაზე საერთოდ უარი ითქვა.


კანადის ნაცვლად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთისა და ხორვატიის ანალოგიური რანგის შეჯიბრებებზე გადანაწილდება.


კომენტარები:

ფართი შოპი