ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აბესაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს საათებში შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა მან ჯერჯერობით არ იცის, რა პოზიცია აქვს აბესაძეს და აღიარებს თუ არა დანაშაულს.
მისი თქმით, მერიის თანამშრომლის პოზიცია მასთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორანის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.
ipn