“თბილისი პრაიდის" აქციის მოწყობა ვალდებულებას დაემსგავსა" - მამუკა კაციტაძე

08 Jul 2019 18:08

“თბილისი პრაიდის" აქციის მოწყობა ვალდებულებას დაემსგავსა, კონტრაქციის მოწყობა კი საერთოდ გაურკვეველია, როცა აქცია არ გაიმართა", - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „თბილისი პრაიდისა" და მისი კონტრაქციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.


„უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო "თბილისი პრაიდის" აქციის მოწყობა. ვერ გავიგე, რა აკვიატება იყო და რაღაც ვალდებულებას უფრო დაემსგავსა "თბილისი პრაიდის" აქციის მოწყობა. საერთოდ გაურკვეველია კონტრაქციის მოწყობა, როცა აქცია არ გაიმართა. ე.ი. "პრაიდის" აქცია ჩაიშალა, არ გაიმართა და კონტრაქცია მაინც გაიმართა“, - განაცხადა კაციტაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი