რა თაღლითური წესებით ხდება მართვის მოწმობისთვის მოსამზადებელი სწავლება

12 Jul 2017 16:51

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი:

 

„საქართველოში 1000-ზე მეტი ავტოსკოლაა და აქედან თბილისში - 700. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტოსკოლის გახსნა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემდეგაა შესაძლებელი - უნდა დარეგისტრირდეს შპს, მიიღოს ლიცენზია, უნდა ჰქონდეს სასწავლო მატერიალური ბაზა, სწავლებისთვის საჭირო ინვენტარი, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი, უნდა არსებობდეს პროგრამა, რომლითაც მომზადდება მოსწავლე.


ჩვენ ვხვდებით ავტოსკოლებს, რომლებიც მოსწავლეებს ამზადებენ კომპიუტერშიც - ანუ ერთი და იგივე ოფისი.


პრაქტიკული სწავლება დახურულ მოედანზე უნდა ხორციელდებოდეს და ასეთი მოედნები სამწუხაროდ არ არის ბევრი. არის სულ ორი.


ინსტრუქტორსაც შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და უნარები. ჩვენთან, არის შემთხვევები, როცა ინსტრუქტორი არაფხიზელ მდგომარეობაშია ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი.

ხშირად ისინი არც მალავენ, რომ ხრიკებით ასწავლიან, მოსწავლეებს აზეპირებინებენ გამოცდას. ამზადებენ მხოლოდ მართვის მოწმობის ასაღებად. ეს არის თაღლითური სწავლება.

პრობლემაა ისიც, რომ სასწავლო ავტომობილს არ აქვს დამატებითი სატერფულები ინსტრუქტორისთვის, არ აქვს დამატებითი სარკე ინსტრუქტორისთვის.


საჯარო სკოლებში ისწავლება კურსი რომელიც არ არის დაზუსტებულიც კი, სახელმძღვანელოებისა და პროგრამის, ასევე ავტომობილის გარეშე მიმდინარეობს სწავლება. ხშირად, პედაგოგებს თავად არ აქვთ მართვის მოწმობა.


სისტემა მთლიანად უკონტროლოა, ვინ რას ასწავლის გაუგებარია, ყველა თავისი შეხედულებით ასწავლის და ეს მიუღებელია.“.


კომენტარები:

ფართი შოპი