"შენი ავტორიტეტი ბორდელების აწიოკებით იწყება! ჩვენში დარჩეს, დიდი ტუტიცი ვინმე ხარ!" - ლაშა ამირეჯიბი ირაკლი ოქრუაშვილს

25 Jul 2019 00:33

"საოცარი ამბავი წავიკითხე. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუცია მისი დაფინანსებული ყოფილა.. ისე, რაც პირზე მოგადგება ,ყველაფერი კი არ უნდა ,მოყვე შე კაცო! მე ცოტა უფრო ჭკვიანი და ფრთხილი მეგონე..ამხელა იდიოტი როგორა ხარ, რომ არ მალავ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშეომლობას. წესით, უნდა გახსოვდეს ივანოვის ვოიაჟი ჯერ თბილისში და შემდეგ ბათუმში. კარგს იზამ, თუ საზოგადოებას შენს მოსაზრებას გაანდობ, თუ რატომ და რა მისით იყო ჩამოსული ბ-ნი ივანოვი და რა პასუხისმგებლობა აიღო მან და რა საერთო ჰქონდა ვარდების რევოლუციასთან . შენს მოყოლილს მაინც სხვა პეწი და ფასი აქვს ,ჩემო ირაკლი.. ამასწინათ ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, რომ პატრუშევის გუნდი საქართველოში შეიცვლებაო. ბ ნ პატრუშევს გარკვეული პრობლემები აქვს საკუთარ ქვეყანაში და ამბობენ სახლში ჰყავთ გამოკეტილი და არა სცალია საკუთარი გუნდიათვის საქართველოშიო. როგორც ამბობენ, შენ ჩემო ირკლი, და კიდევ ერთი ან ორი ათეული კაცი, ვარდების რევოლუციის "კოკრები", ანუ რევოლუციის სულის ჩამდგმელები, მაშინდელი აქტივისტები პატრუშევის გუნდში მოიაზრებოდით. ჯანდაბას მაგის თავი, სადაც გინდა იქ იყავი, მაგრამ ვანო მერაბიშვილთან და ამირან მესხელთან ერთად არ გეუხერხულებოდა საქმის კეთება? მე უფრო მაღალი (პოლიოტის პწიცა) მეგონე და სიმართლე გითხრა, ცოტა გული დამწყდა კიდეც, როცა მითხრეს, რომ ერთი გალიის ბინადრები არიან, ვანო, ამიკო მესხელი და შენ ჩემი ქვეყნის ბორდელების დამაქცევარო! ერთი ამბავი მინდა გკითხო და არ მომატყუო.


სამი დღის დანიშნული იყავი და ბორდელი არ დატოვე საქარათველოში, რომ არ აგეწიოკებინა. ჩვენში დარჩეს და დიდი ტუტიცი ვინმე კი ხარ... შენი ავტორიტეტი იწყება ბორდელების აწიოკებით!


მთავრდება ქუთაისელი მენავთობის შალიკიანის მეუღლის ღამის 5 საათზე გაღვიძებით, ნახევრად შიშველი ქალბატონის გადაღებით და კარგა ბლომად იარაღის ჩადებით. აი მანდ მთავრდება შენი ავტორიტეტი და შენი გვარ-სახელი... რას იზამ, ირაკლი, ასე დაამახსოვრე ქართულ საზოგადოებას თავი და ვერსად გაექცევი...ამის იქით ნული ხარ ისეთივე, როგორიც იმ ბორდელების კახპა ქალებს დაამახსოვრე თავი.


შენ ის კაცი ხარ, ირაკლი, რომელმაც რუსებს და აბხაზებს კოდორის ხეობა ლანგარზე მიართვი. შენ ის კაცი ხარ, რომელმაც შეიარაღებული ფორმირება, "მონადირეს" ჯერ შარი მოსდე და შემდეგ გააუქმე და საბოლოოდ სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადე. შენ ის ირაკლი ხარ, რომელმაც ჩვენს მტრებს გადაადგილების პეობლემა მოუხსენი და ასფალტირებული გზაც დაუგე კოდორის გადასაბარებლად! თქვენ ის ხალხი ხარ, რომლბაც კოდორის ხეობას ზემო აბხაზეთი დაარქვით.


მეცოდები და ამით შემოვიფარგლები ჯერ ჯერობით.. ყველა შენი მოქმედებით და გადადგმული ნაბიჯებით უვარგისი არსება ხარ.


იზოლატორის ამბებს ნუ გამახსენებინებ მეზარება ნამეტნავად.


. ერთი გადახედე შენს წარსულს, როგორ იცხოვრე და გაქვს კი იმის უფლება, რომ ამხელა პრეტენზიები გქონდეს და ამხელა ხმაზე იყვირო?


ფარჩაკი იყავი და ეხლაც ოცნებას ფარჩაკის პალაჟენიაზე ყევხარ! უბრალოდ ტორპედო ხარ, ოღონდ მაინც ფარჩაკი!"


კომენტარები:

ფართი შოპი