"ფერისცვალების შემდეგ მიწაში წყალი მოიმატებს, ნალექი მოვა, მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება" - კასპის მერი მოსახლეობას ამშვიდებს

31 Jul 2019 01:56

ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.


,,მერიამ კი მიპასუხა, წყალი თვითონ კასპს არა აქვს და თქვენ რას ითხოვთო? თქვენი სოფლის გამგებელმა ერთი გზის მოხრეშვა მოინდომაო. ძალიან გასაკვირია, როცა სოფელში კეთილმოწყობილი გზაა, ჩემი სოფლის გამგეობა რატომ ითხოვს გზის მოხრეშვას, როდესაც სოფელი წყლის გარეშე გაუსაძლის მდგომარეობაშია." - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.


ირკვევა, რომ კავთისხევში დგას 600 ტონიანი ავზი, რომელსაც სისტემატიურად ავსებენ, რომლითაც კარგად სარგებლობენ ზედა უბნელები, მათ შორის, სოფლის გამგებლის ოჯახიც.


კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ კავთისხევში, ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყლის სიმცირე გვალვის პერიოდს უკავშირდება:


„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- თქვა მანუჩარ მერებაშვილმა.


წყარო: Qartli.ge


კომენტარები:

ფართი შოპი