"მთავრობის მეთაური და განათლების მინისტრი გაუნათლებელი, უწიგნური დეგენერატია... კომპიუტერის ეპოქაში თოხზე, ბარზე და გუთანზე გადასვლა პატრიოტიზმი ნამდვილად არ არის!"- ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება სკოლებში "დედა ენის" დაბრუნებაზე

31 Jul 2019 02:27

იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის „დედა ენის“ გამოცემა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებს და 2016 წელს ქართულ ანბანთან ერთად იუნესკოს აღიარება მოიპოვა, სკოლებში ბრუნდება.


განათლების სამინისტროს დირექტივით, საჯარო სკოლების სრული უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს რედაქტირებული იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" დაიწყებს.


მნიშვნელობა არ აქვს, აირჩევენ თუ არა სკოლები იაკობ გოგებაშვილის დედა ენის 34-ე გამოცემას. წიგნი საჩუქრად სექტემბერში ყველა პირველ კლასელს გადაეცემა, მათ შორის მათაც, ვინც ამ სახელმძღვანელოთი სწავლებაზე უარს იტყვის.


"ქართული ოცნების" მორიგი პოპულიზმი, მავნებლობა და უვიცობა“ - ასე ფასდება სფეროს ექსპერტების მხრიდან იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლაში დაბრუნების საკითხი. აღნიშნულს, ოპონენტებიც და განათლების სექტორის სპეციალისტებიც, კიდევ ერთ ტყუილს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ეს სახელმძღვანელო სკოლებიდან არც არასოდეს გამქრალა.


„დედა ენა“, სკლებიდან არასოდეს არ ყოფილა ამოღებული, რაც შეეხება გოგებაშვილის ისტორიულ „დედა ენას“, ის სკოლიდან ამოიღეს საბჭოთა კავშირის დროს. ამის შემდეგ, ის, სხვა სახელმძღვანელოებში გაითვალისწინეს, მაგრამ, კონკრეტულად გოგებაშვილის „დედა ენა“, თავად გოგოებაშვილის შემდეგ არასოდეს არ დაბრუნებულა. თუ ამაზეა ლაპარაკი, მაშინ დააბურუნონ ის „დედა ენა“, ბუნების კარი, ავუკრაძალოთ ბავშვებს პასტით წერა, დავაბრნოთ კალიმსტარი. გადავიდეთ ნისხურ დამწერლობაზე, ან მასზე უკეთესზე- ასოთთმთავრულზე. 


როდესაც მთავრობის მეთაური და განათლების მინისტრი გაუნათლებელი, უწიგნური დეგენერატია, ასე იქნება ყოველთვის.


თავს იწონებენ იმით, რომ ეს ჰგონიათ პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი ნამდვილად არ არის, კომპიუტერის ეპოქაში თოხზე, ბარზე და გუთანზე გადასვლა."-აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი "ალიასთან" საუბრისას. 


კომენტარები:

ფართი შოპი