"აქ საპანიკო არაფერი არ არის, თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს"- კოვზანაძე ლარის გაუფასურებაზე

31 Jul 2019 02:45

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის რეკორდულ გაუფასურებაში "საპანიკოს ვერაფერს ხედავს".


ირაკლი კოვზანაძის თირწმუნება, რომ თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ვითარების დასასტაბილურებლად.


"აქ საპანიკო არაფერი არ არის, მთავარი ეს არის საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ ყველა პირობა და ბერკეტი გააჩნია, იმისათვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.


თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს. როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის,“ - ამბობს კოვზანაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი